5 დღიანი ტურის დაჯავშნა

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

15:30 - ძველი თბილისი (ტური) link

ძველი თბილისი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - მცხეთა (სვეტიცხოველი) link

ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - ბოტანიკური ბაღი link

ბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - ჯვარის მონასტერიი link

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. ხეობაში.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - კოჯრისციხე link

აგარანი, კოჯრის ციხე – ციხესიმაგრე თბილისში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე. ისტორიულ წყაროებში ხშირად მოიხსენიება აგრეთვე როგორც "აგარათა ციხე". იცავდა საქართველოში სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ აგარანი წაართვა ამირა ფადლონს. „დიდი თურქობის“ დროს (1080) ციხე მტერმა ჩაიგდო ხელში. 1118 წლის ივლისში დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა აგარანს და ერთ დღეში აიღო, ხოლო 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა. "აგარათა ციხე" ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჯრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა.

5 დღიანი ტურის დაჯავშნა