9 დღიანი ტურის დაჯავშნა

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

15:30 - ძველი თბილისი (ტური) link

ძველი თბილისი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - მცხეთა (სვეტიცხოველი) link

ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - ბოტანიკური ბაღი link

ბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - ჯვარის მონასტერიი link

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. ხეობაში.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - კოჯრისციხე link

აგარანი, კოჯრის ციხე – ციხესიმაგრე თბილისში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე. ისტორიულ წყაროებში ხშირად მოიხსენიება აგრეთვე როგორც "აგარათა ციხე". იცავდა საქართველოში სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ აგარანი წაართვა ამირა ფადლონს. „დიდი თურქობის“ დროს (1080) ციხე მტერმა ჩაიგდო ხელში. 1118 წლის ივლისში დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა აგარანს და ერთ დღეში აიღო, ხოლო 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა. "აგარათა ციხე" ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჯრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - უფლისციხე link

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - სიღნაღი link

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - ვარძია link

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

img

13:00 - ვიზიტი სტომატოლოგთან

16 : 00 - თბილისის ფუნიკულიორი link

თბილისის ფუნიკულიორი თბილისის ფუნიკულიორი — სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზეფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ. აქვე მდებარეობს თბილისის სატელევიზიო ანძა.1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი, რომელიც გადატანილ იქნა ქალაქ გორთან, ხოლო მის ადგილას თანამედროვე ანძა აშენდა. ტელეანძას „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა.

9 დღიანი ტურის დაჯავშნა